ანკარა ორშაბათს სამთა სამიტს უმასპინძლებს

ერდოღანი პუტინს და როჰანის შეხვდება

1269323
ანკარა ორშაბათს სამთა სამიტს უმასპინძლებს

 

რუსეთის პრეზიდენტის სასახლის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ორშაბათს (16.09.2019) ანკარაში  ორმხრივ შეხვედრას გამართავენ,
”სირიის გარდა, ისინი ასევე შეაფასებენ მოსკოვში მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე იქნება საუბარი სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობაზეც”, განაცხადა უშაკოვმა. ორშაბათს ანკარაში, თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერთა მონაწილეობით სამთა მორიგი სამიტი გაიმართება და მის ფარგლებში ერდოღანი, პუტინი და როჰანი ცალ-ცალკე პირისპირ შეხვედრებსაც გამართავენ. "პუტინი და ერდოღანი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო ასეთი შეხვედრა მათ რუსეთში, MAKS-2019 საერთაშორისო კოსმოსურ გამოფენაზე ჰქონდათ", ხაზი გაუსვა უშაკოვმა და დაამატა, რომ პუტინი და ერდოღანი კონსულტაციებს მიიღებენ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, ხოლო ამის პარალელურად შეაფასებენ მოსკოვში მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხებს. მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს  15.8 პროცენტით გაიზარდა და 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა რა, აქ მთავარი ისაა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ხდება ეროვნული ვალუტებით და ამ პრაქტიკის გასაზრდელად  შემუშავებული აქვთ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება



მსგავსი ინფორმაციები