ავღანეთში აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პროვინცია ფარაჰის რაიონ ანარ დერეში გზის ნაპირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

1261975
ავღანეთში აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ფარაჰის რაიონ ანარ დერეში გზის ნაპირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარაჰის უსაფრთხოების სამმართველოს პრესსპიკერის მუჰიბულა მუჰიბის განცხადებით, ანარ დერეს რაიონში გზის ნაპირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 6 სამოქალაქო პირი და უსაფრთხოების 2 თანამშრომელი ემსხვერპლა.

მისივე თქმით, რეგიონში ბომბი თალიბანმა განათავსა. თალიბანს კი მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ამავდროულად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ბადაჰშანში საფეხბურთო სტადიონზე ბომბი ააფეთქეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

ბადაჰშანის უსაფრთხოების სამმართველოს პრესსპიკერის სანაულა რუჰანის განცხადებით, ბადაჰშანის ცენტრ ქალაქ ფაიზაბადში საფეხბურთო სტადიონზე ბომბი გენერალ ნაზირ აჰმადი ნიაზის სტადიონიდან გამოსვლის დროს აფეთქდა.

თავდასხმის დროს გენერალი  ნიაზი და მისი დაცვის ერთი წევრი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ბომბი , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები