ირანის პასუხი ამერიკას

ირანის პასუხი ამერიკას

1261814
ირანის პასუხი ამერიკას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირანული ნავთობმზიდი, Adrian Darya-1 სირიისკენ მიემართება, ასეთი პასუხლი გასცა: „ჩვენ ნავთობს ყველა მომხმარებელს მივყიდით ვისაც გვინდა.“ ზარიფმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით განაცხადა. „აშშ, მეკობრეობით და მუქარით ირანის, მომხმარებლებისთვის  ნავთობის მიყიდვის დაბრკოლებას ცდილობს. ტყუილად ნუ ირჯებით ბატონო პომპეო ჩვენ ნავთობს ყველა მომხმარებელს მივყიდით ვისაც გვინდა,“ განაცხადა ირანელმა დიპლომატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში. შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად ირანის, ინგლისისათვის მიცემული პირობისა,  ნავთობმზიდი სახელწოდებით Adrian Darya-1 სირიისკენ მაინც  მიემართება.


საკვანძო სიტყვები: #პასუხი , #ამერიკა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები