აშშ-მა დაგმო რუსეთის ქმედებები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

“რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს დაძაბულობის გაზრდისაგან“

1261430
აშშ-მა დაგმო რუსეთის ქმედებები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსი ჯარისკაცების მხრიდან,  საქართველოსგან ცალმხრივი დამოუკიდებლობა გამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ხელოვნური ბარიერების დაწესებაზე, უარყოფითი რეაქცია გამოხატა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ბოლო ვითარების შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "აშშ-ი ახლოდან და ყურადღებით აკვირდება რუსეთის მიერ საქა5თველოში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების შექმნის შესახებ გავრცელებულ ახალ ამბებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ყველანაირი მცდელობები გამოიჩინონ დაძაბულობის შესამცირებლად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად". ორტაგუსი ამავე განცხადებაში  რუსეთსაც მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის გაზრდისგან. რუსი ჯარების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს  ხელოვნური ბარიერების დაწესებაზე მწვავე რეაგირება მოახდინა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც



მსგავსი ინფორმაციები