უკრაინას ახალი პრემიერი ჰყავს

ალექსეი გონჩარუკი 35 წლის არის

1261291
უკრაინას ახალი პრემიერი ჰყავს

 

უკრაინაში ახალი მთავრობის პრემიერ მინისტრი ალექსი გონჩარუკი გახდა, რომლის კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსკიმ  შესთავაზა. ვადამდელი საყოველთაო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში ფიცის დადებით უკრაინელმა დეპუტატებმა პირველი პლენარული სხდომა გამართეს და კენჭისყრაზე გონჩარუკის კანდიდატურას 418 დეპუტატიდან დადებითი ხმა მისცა 290 დეპუტატმა და იგი ქვეყნის მორიგი პრემიერ-მინისტრი გახდა. 35 წლის უკრაინის პრემიერ მინისტრი ალექსეი გონჩარუკი, რომელიც თავის საქმეს შეუდგება მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნის დავალებით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები