ჩავუშოღლუ ნორვეგიაშია

მან სირიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა

1261199
ჩავუშოღლუ ნორვეგიაშია

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ როგორც კი სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა მიღწეულ იქნება, თურქეთის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნიდან გამოვლენ. ოსლოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქმა მინისტრმა, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ შესაძლო პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებისა არ სჯერა. მან იდლიბზე განხორციელებული თავდასხმებიც შეაფასა და თქვა, რომ რუსეთმა გარანტია მისცათ, ასადის რეჟიმის ძალები იდლიბის გარშემო მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს არ დაესხმიან თავს და თუ ეს მოხდება, მაშინ, თურქეთიც და ევროპაც ახალი მიგრაციის პირისპირ აღმოჩნდებიან



მსგავსი ინფორმაციები