ერდოღანმა ერსინ თათარი მიიღო

მან კვიპროსის პრობლემის მოუგვარებლობაში ბერძნული მხარე დაადანაშაულა

1257046
ერდოღანმა ერსინ თათარი მიიღო

 

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ერსინ თათარი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უდრეკად გააგრძელებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის შელფში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოებს და ამ საქმეში მეტად კატეგორიულნი არიან. ”როგორც ჩვენ ვიცავთ თურქეთის უფლებებს, ასევე გავაგრძელებთ კუნძულ კვიპროსზე მცხოვრები ჩვენი თანამოძმეების უფლებებისა და ინტერესების დაცვასაც. კვიპროსის პრობლემების წარმოქმნაშიც და დღემდე ამ პრობლემების მოუგვარებლობაშიც პასუხისმგებლობა ბერძნულ მხარეს ეკისრება, რადგან, ისინი არავითარ კომპრომისზე არ მიდიან“, აღნიშნა ერდოღანმა. მანვე კვიპროსზე და მის გარშემო ამჟამად მიმდინარე მოვლენები შეაფასა და თქვა: “ისინი, ვინც გუშინ კვიპროსელი თურქების სისხლს ღვრიდნენ და ასე ცდილობდნენ კუნძულის ხელში ჩაგდებას, დღესაც აგრძელებენ იგივე მიზანს, ოღონდ სხვა გზებით და მეთოდებით. მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი კვიპროსის პრობლემების მოგვარება, თუ ბერძნები გულწრფელ და რეალისტურ კომპრომისს გამოიჩენენ, აი ეს არის ერთადერთი გამოსავალი კვიპროსზე”. თურქმა პრეზიდენტმა ბოლოს დაამატა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ვერ განხორციელდება ვერც ერთი პროექტი, რომელშიც იგნორირებას გაუკეთებენ თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ინტერესებს



მსგავსი ინფორმაციები