მოსკოვში და სანკ-პეტერბურგში გუშინ დიდი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო

დაკავებულია 150 დემონსტრანტი

1251275
მოსკოვში და სანკ-პეტერბურგში გუშინ დიდი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო

 

მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დედაქალაქის საჰაროვის ბულვარზე გამართულ ორ საათიანი აქციის დროს, რომელშიც დაახლოებით 20 ათასი კაცი მონაწილეობდა, 100-მდე ადამიანი დააკავეს, ხოლო კიდევ 50 დემონსტრანტი კი სანქტ-პეტერბურგში გამართული მიტინგის დროს დააკავეს. მოსკოვში უკვე სამი კვირაა რაც შაბათ-კვირას მიტინგები იმართება და დაკავებულია ასობით დემონსტრანტი



მსგავსი ინფორმაციები