ასადის რეჟიმმა პირობითი მორატორიუმი გამოაცხადა

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შუაღამიდან ამოქმედდა

1246652
ასადის რეჟიმმა პირობითი მორატორიუმი გამოაცხადა

 

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში, სადაც იგი ინტენსიურ თავდასხმებს აგრძელებს, პირობითი მორატორიუმი გამოაცხადა. ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში, ქალაქ სოჭში გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, ესადის რეჟიმი არ იცავს რა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მასიურად აგრძელებს იდლიბზე და მისი რეგიონზე თავდასხმებს, მაგრამ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე გარანტორი ქვეყნების მე-13 შეხვედრასთან დაკავშირებით, დაძაბულობის შემცირების ზონაში, მან  პირობითი მორატორიუმი გამოაცხადა. ამავე ინფორმაციის თანახმად, რეჟიმი შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს წუხელ ღამით იმ პირობით, რომ სამხედრო ოპოზიცია იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონის საზღვრებიდან 20 კილომეტრის მანძილზე გაიყვანს მძიმე იარაღს და ტექნიკას. სამხედრო მოწინააღმდეგეებს კი ამ მორატორიუმთან დაკავშირებით, ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელმა გამოაცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ, მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 27 ივლისამდე განხორციელებულ თავდასხმებს, მთლიანობაში 781 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 208 ბავშვი და 140 ქალი



მსგავსი ინფორმაციები