ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

ამერიკამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

1245890
ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-ის სახაზინო დეპარატმენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯევად ზარიფს სანქციები დაუწესა. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, „საგარეო აქტივების კონტროლის ოფისიდან“  (OFAC) გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, რადგან ჯევად ზარიფი ირანის სულიერი ლიდერის,  ალი ხამანეის პოლიტიკას ემსახურება, მის მიმართ სანქციები იქნა დაწესებული.  შეგახსენებთ, რომ ადრე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვინც ხამანეის პოლიტიკას ემსახურება, მათ მიმართაც მოხდება სანქციების შემოღება. 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის სულიერ  ლიდერ  ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება. საკითხთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა თვით სანქციების ადრესატმა, ჯევად ზარიფმა. იგი სოციალურ ქსელ,  Twitter-ში წერს:  „სანქციებს  არანაირი გავლენა არ მოეხდინა ჩემზე და ჩემს ოჯახზე, რადგან ირანის გარდა სხვა ქვეყანაში  არ მაქვს არანაირი აქტივები და ურთიერთობები. მადლობას გიხდით, რომ თქვენ დღის წესრიგის მთავარ საფრთხედ აღმიქვამთ.“  



მსგავსი ინფორმაციები