სირიის მხრიდან ნასროლი ორი რაკეტიდან ერთი შანლიურფას ჯეილანფინარის რაიონში ჩამოვარდა

სირიის მხრიდან ნასროლი ორი რაკეტიდან ერთი შანლიურფას ჯეილანფინარის რაიონში ერთ-ერთი სახლის სახურავს დაეცა

1240670
სირიის მხრიდან ნასროლი ორი რაკეტიდან ერთი შანლიურფას ჯეილანფინარის რაიონში ჩამოვარდა

სირიის მხრიდან ნასროლი ორი რაკეტიდან ერთი შანლიურფას ჯეილანფინარის რაიონში ერთ-ერთი სახლის სახურავს დაეცა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ექვსივე დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანებით ჯეილანფინარის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეფასებით სირიის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო ცეცხლს, სასაზღვრო ზონაში არსებული ჩვენი მძიმე შეიარაღებიდან ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში საჭირო პასუხი გაეცა. მძიმე შეიარაღებიდან განხორციელებული საპასუხო ცეცხლის დროს სირიის მხარეზე წინასწარ დადგენილი შვიდი სამიზნე განადგურდა.“   


საკვანძო სიტყვები: #რაკეტა , #თურქეთი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები