ირანმა ჰორმუზის სრუტეში მეორე ბრიტანული ტანკერიც დააკავა!?

თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს

1239213
ირანმა ჰორმუზის სრუტეში მეორე ბრიტანული ტანკერიც დააკავა!?

 

ზოგიერთი ინფორმაციებით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში, მეორე ბრიტანული ტანკერიც დააკავა, რომელიც ფირმა Norbulk Shipping-ს ეკუთვნის. მანამდის კი, როგორც ცნობილია წუხელ საღამოს, როგორც განაცხადეს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან, მათ ჰორმუზის სრუტეში, ბრიტანეთის კუთვნილი ტანკერი, „სტენა იმპეროს“-ი, „საერთაშორისო ნაოსნობის წესების დარღვევის“ გამო დააკავეს. თეირანმა მეორე ინგლისური ტანკერის დაკავების ბრალდებები უარყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზია, სპარსეთის ყურეში მოქმედ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანის ადმინისტრაციას მეორე ბრიტანული ტანკერი არ დაუკავებია, მას მხოლოდ ჩვეულებრივი კონტროლი ჩაუტარეს და შემდეგ გაუშვეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, ჰორმუზის ყურეში 2 ბრიტანული ტანკერის ირანის მხრიდან დაკავებას მიუღებელი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ნავიგაციის თავისუფლების დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი მხოლოდ პრობლემებს ქმნის და ჰორმუზის სრუტეში ირანის მხრიდან ტანკერის დაკავების საკითხს, ბრიტანეთთან ერთად დეტალურად განიხილავს.



მსგავსი ინფორმაციები