ჯიჰანგირმა ევროკავშირს მოწოდებით მიმართა

“შეთანხმების სხვა მხარეებმაც შეასრულონ თავიანთი დაპირებები"

1236886
ჯიჰანგირმა ევროკავშირს მოწოდებით მიმართა

 

ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისჰაკ ჯიჰანგირმა ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდათ, ირანის მაგივრად აშშ-ზე განახორციელონ ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს სანქციები. ამის შესახებ მან განაცხადა დედაქალაქ თეირანში ორგანიზებულ  ერთ ერთ პროგრამაში სიტყვით გამოსვლისას და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული შეთანხმების გაგრძელებისა და მისი მუდმივად დარჩენისათვის, შეთანხმებაზე ხელმომწერმა ევროკავშირის ქვეყნებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი დაპირებები და ვალდებულებები. "ბირთვულ გარიგებაში ირანის მხრიდან თავისი ვალდებულებებისადმი დაბრუნება ისე ადვილია, რომ სულ რამდენიმე საათში შეგვიძლია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, იმისათვის, რომ ირანმა სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ამისათვის საჭიროა, რომ შეთანხმების სხვა მხარეებმაც შეასრულონ თავიანთი დაპირებები", აღნიშნა ჯიჰანგირმა



მსგავსი ინფორმაციები