ერბილში 1 თურქი დიპლომატი დაიღუპა

იგი, რესტორანზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა

1237273
ერბილში 1 თურქი დიპლომატი დაიღუპა

 

ერაყული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილში, ერთ რესტორანზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 კაცი დაიღუპა, ერთი დაშავდა. მიღებული ცნობებით, თავდასხმის დროს რესტორანში იმყოფებოდნენ თურქეთის საკონსულოს თანამშრომლებიც და დაღუპული 2 კაციდან ერთი, თურქ  დიპლომატს წარმოადგენს. ამავე ცნობით, თავდასხმის კვალდაკვალ, შემთხვევის ადგილს დიდი რაოდენობით გაიგზავნნენ უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც კორდონი შემოავლეს რეგიონს და დაიწყეს საქმის ძიება



მსგავსი ინფორმაციები