მოგერინი, ირანის მიმართ ფრთხილ მიდგომას იჩენს

“ეკ ირანის წინააღმდეგ დავების მოგვარების მექანიზმის გამოყენებას არ აპირებს“

1236307
მოგერინი, ირანის მიმართ ფრთხილ მიდგომას იჩენს

 

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა, ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება დაიცვან და იგი ახლიდან შევიდეს ძალაში. მისივე თქმით, აშშ-ს გარდა, ირანის ბირთვული ხელშეკრულებისადმი ერთგულად დარჩენილი ქვეყნები, ირანის მხრიდან დაშვებულ რაიმე დარღვევას არ ხედავენ და ამიტომ, მხარეები არც  მის წინააღმდეგ დავების მოგვარების მექანიზმის გამოყენებას აპირებენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეირანი, აშშ-ს საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს კარგად დაუფიქრდება რა, ბირთვულ გარიგების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ შეასრულებს და ურანიუმის გამდიდრების კვოტას არ გადააჭარბებს. ხსენებული ბირთვული შეთანხმებისვე  ფარგლებში, ირანს შეუძლია 300 კილოგრამი ურანი იქნიოს



მსგავსი ინფორმაციები