რა პირობებში დაიწყებს ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს?

რა პირობებში დაიწყებს ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს?

1235677
რა პირობებში დაიწყებს ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს?

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები, თეირანისადმი  დაწესებულ სანქციებს მოხსნის,  მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არიან. მან ამის შესახებ ჩრდილოეთ ხორასანში ყოფნის დროს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების დროს განაცხადა. „ზოგიერთები აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმებები ამერიკისთვის სასარგებლოა. კარგით მაგრამ თუ ასეა, რატომ გავიდა? ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუ ისინი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნიან, შეწყვეტენ ეკონომიკურ ზეწოლას და ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდებიან,“ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. ჰასან როჰანიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ უკვე 12 წელია აცხადებს, რომ თითქოს და თეირანი ატომურ იარაღს აწარმოებს და ამ ყველაფერს კანონის დარღვევით ახდენს რა, საკითხთან დაკავშირებით,  საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განცხადება გაავრცელა და ეს საკითხი დასრულებულია.



მსგავსი ინფორმაციები