მაია სანდუ ზელენსკიმ მიიღო

უკრაინა და მოლდავეთი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

1234702
მაია სანდუ ზელენსკიმ მიიღო

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა სანდო პარტნიორები არიან. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მოლდოვეთის ტერიტორიულ მთლიანობას.  "უკრაინისა და მოლდოვის სურვილი ერთ რამეში ერთიანდება, მათ არ სურთ, რომ რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინისა და მოლდავეთის ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის დაძალებული ფედერალიზმის გეგმები მივიღოთ. უკრაინა გააგრძელებს მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარებაშიც", განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. თავის მხრივ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა სანდუმაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან მოლდოვის დამოუკიდებლობის შემდეგ, მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოცხადდა და ორ მხარეს შორის შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო, რაც 1992 წლის 22 ივლისს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის იმ დროიდან დაწყებული მოლაპარაკებები კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დნესტრისპირეთი, რომელმაც გამოაცხადა თავისი ცალმხრივი დამოუკიდებლობა მოლდოვაში, არ არის აღიარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიერ, თუმცა, აქვს საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა, პარლამენტი, ჯარი, პოლიცია და საფოსტო სისტემა. მოლდოვას სურს, რომ დნესტრისპირეთი მის ტერიტორიად იქნას აღიარებული, ხოლო რუსეთი მხარს უჭერს დნესტრისპირეთის ცალკე სახელმწიფოებრიობას



მსგავსი ინფორმაციები