თბილისში აქცია გუშინაც მოეწყო
"თავისუფლების მარში" ივანიშვილის სახლის წინ დასრულდა
საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, რომელსაც სტარტი 19 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიეცა, გუშინ საღამოსაც გაგრძელდა და კვლავ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. პარლამენტის შენობასთან ერთსაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, დემონსტრანტებმა "თავისუფლების მარში"-ს ფარგლებში, მმართველი ქართული ოცნების პარტიის ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მშვიდობიანი სვლა გამართეს. აქციის მონაწილეები ანტირუსულ ბანერებს ატარებდნენ და პარალელურად პროევროპულ ლოზუნგებს წარმოთქვამდნენ. ივანიშვილის სახლის წინ მისულმა დემონსტრანტებმა აქაც, 21 ივნისს თბილისში მომიტინგეებზე ძალის გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენება მოითხოვეს. თბილისიდან მიღებული ცნობებით დემონსტრანტები დღეს საღამოსაც განაახლებენ აქციას. როგორც ცნობილია, ამ აქციის ფარგლებში თანამდებობა დატოვა პარლამეტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საქართველოს დედაქალაქ თბილისში მას შემდეგ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რაც აქ ჩატარებულ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი 26-ე ასამბლეის ფარგლებში სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი წარუძღვა
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის არმიის განცხადებით, ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელის არმიის განცხადებით, ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური მოკლეს