თბილისში საპროტესტო აქცია გუშინაც გაგრძელდა

კობახიძემ თანამდებობა დატოვა

1223316
თბილისში საპროტესტო აქცია გუშინაც გაგრძელდა

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რაც გამოიწვია მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე დღის სხდომაზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის  თავჯდომარის სავარძელში ჩაჯდომამ და ასამბლეის რუსულ ენაზე წაყვანამ, მესამე დღესაც გაგრძელდა. გუშინ საღამოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა, 2 დღის წინ, მათ წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ხოლო ამის პარალელურად 20 ივნისს დაკავებული ასობით დემონსტრანტის გათავისუფლებაც მოითხოვეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულებაზეც მოახდინეს რეაგირება, რომელიც დროებით კრძალავს რუსეთის ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებს და ხელისუფლებას მოუწოდეს,  უფრო ეფექტური პოლიტიკა განახორციელოს მოსკოვთან მიმართებაში და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ, საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ. საპროტესტო აქციების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები