ისრაელმა სირიის ტერიტორია დაბომბა

ისრაელმა სირიის ტერიტორია დაბომბა

1212687
ისრაელმა სირიის ტერიტორია დაბომბა

ისრაელის არმიამ, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის კონტროლში მყოფი ზოგიერთ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ისრაელის არმიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს საპასუხოს დარტყმები იყო, რადგან მანამდე ოკუპირებულ გოლანის მაღლობების   ტერიტორიიდან ჰერმონის მთის მიმართულებით, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, რაკეტები გაუშვეს. როგორც სირიის სახელმწიფო სააგენტო  SANA იუწყება,  ავიაიერიშების დროს  სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. მათივე ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის მოგერიება შეძლო.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #სირია , #დაბომბვა

მსგავსი ინფორმაციები