ასადის რეჟიმი იდლიბის დაბომბვას აგრძელებს
წუხანდელ დაბომბვას 12 სამოქალაქო ემსხვერპლა
1206003
სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონის ფარგლებში მდებარე დასახლებებზე წუხელ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ასადის რეჟიმის არმიამ და მათმა მხარდამჭერმა ირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, იდლიბის ოლქის მარრიტინნუმანის რაიონსა და სოფელ მარრიტჰირმაზე გვიან ღამით თავდასხმები განახორციელეს ჰაერიდანაც და ხმელეთიდანაც, რის შედეგადაც 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 25 დაიჭრა.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო