თეირანმა  ურანის წარმოება ოთხჯერ გაზარდა

გამდიდრებული ურანის წარმოებას მომავალშიც გააგრძელებენ

1204998
თეირანმა  ურანის წარმოება ოთხჯერ გაზარდა

 

ირანმა გამდიდრებული ურანის მოცულობა ოთხჯერ გაზარდა.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს პრეს წარმომადგენელმა ბეჰრუზ ქემალვენდმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გუშინ, ნატანზის ბირთვულ ცენტრში არსებული 3,67%-ის დონის მოცულობის გამდიდრებული ურანიუმის წარმოება ოთხჯერ გაზარდა და მომავალ რამდენიმე კვირაში გამდიდრებული ურანის რეზერვს, 300 კგ-ის ზევით აიყვანენ.

2015 წელს, დასავლეთთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების თანახმად, თეირანის ადმინისტრაცია ვალდებულია, გამდიდრებული ურანიუმის წონის 300 კგ-ის გადაჭარბების შემდეგ, ეს ჭარბი წონა უცხოეთში გაიტანოს.

ხსენებული ბირთვული გარიგებისვე თანახმად, ირანს, 15 წლის განმავლობაში ცალმხრივად, 98%-მდე უნდა შეემცირებინა მის ხელთ არსებული ურანის წონა და მთლიანობაში 300 კგ-ის ქვევით უნდა დაწეულიყო მისი რეზერვები, რამეთუ, 300 კილოგრამის ურანი, ბირთვული ბომბის დასამზადებლად საკმარისი არ არის.

2015 წლამდე, ე.ი. დასავლეთთან ხელმოწერილ შეთანხმებამდე, ირანს 10 ატომური ბომბის წარმოებისათვის საკმარისი ურანი ჰქონდა და მისი რეზერვები შეამცირა.



მსგავსი ინფორმაციები