ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს პასუხობს

ზარიფი: "ეკონომიკური ტერორის და გენოციდის მაპროვოცირებელი  ფრაზებით ირანის დაჩოქებას ვერ შესძლებთ"

1204966
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს პასუხობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა ტრამპის მიერ ირანისადმი გაკეთებულ განცხადებას: „თუ ირანს სურს ომი, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება“ ასე უპასუხა: „აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს  ვურჩევ ეკონომიკური ტერორის და გენოციდის მაპროვოცირებელი  ფრაზების გამოყენებისგან თავი შეიკავოს.“  ჯევად ზარიფმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ტრამპს B გუნდის  წაქეზებით ის რაც ალექსანდრე მაკედონელმა და  ჩინგიზ-ყაენმა ვერ შესძლეს,  მისი განხორციელება სურს. ირანი ათასწლობით იდგა მაშინ, როდესაც აგრესორები წავიდნენ. ეკონომიკური ტერორის და გენოციდის მაპროვოცირებელი  ფრაზებით ირანის დაჩოქებას ვერ შესძლებთ. გირჩევ პატივი ეცე ნებისმიერ ირანელს, რადგან ეს უფრო გამოსადეგი შეიძლება გახდეს.“ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ტრამპის,   B გუნდად,  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს, ისრაელის პრემიერმინისტრ  ბენიამინ ნეთანიაჰუს, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამმედ ბინ სალმან ალ საუდის და აბუ-დაბის პრინც, შეიხ მუჰამმედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის მიიჩნევს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ‘მწვანე ზოლში’ მდებარე ამერიკის საელჩოს მახლობლად ჩამოვარდნილი „კატიუშა“-ს რაკეტის შემდეგ სოციალურ ქსელ,  Twitter-ში   ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა: „თუ ირანს სურს ომი, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. აღარასდროს დაემუქრო აშშ-ს.“



მსგავსი ინფორმაციები