ს. არაბეთის სახელმწიფო მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა

ჯუბეირმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ირანთან ომი არ სურს, თუმცა რაიმე საფრთხის შემთხვევაში ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემენ

1204265
ს. არაბეთის სახელმწიფო მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა საკითხებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა ადილ ალ ჯუბეირმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ირანთან ომი არ სურს, თუმცა რაიმე საფრთხის შემთხვევაში ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემენ.

ჯუბეირმა დედაქალაქ რიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ირანის რეჟიმი, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის კი არა რევოლუციის ექსპორტისთვის მუშაობს.“

მან ირანელ უფლებამოსილებს „დამანგრეველი პოლიტიკის გათავისებისაგან თავის შეკავებისკენ, სამეზობლო წესებისადმი დამორჩილებისა და რეგიონის საქმეებში არ ჩარევისაკენ“ მოუწოდა და დაამატა: „საუდის არაბეთს რეგიონში ომი არ სურს და ამისთვის მუშაობს. ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს და მშვიდობისათვის ხელს ყოველთვის გაიწვდის. თუმცა თუ მეორე მხარე ომს აირჩევს საუდის არაბეთი მთელი ძალითა და სიმტკიცით ამას პასუხს გასცემს, საკუთარ თავს და ინტერსებს დაიცავს.“

ჯუბეირმა საერთაშორისო საზოგადოებას „ირანის რეჟიმის შეჩერების, ნგრევისა და ქაოსის მთელს მსოფლიოში გავრცელების აღკვეთის“ საკითხზე საკუთარი წილი პასუხისმგებლობის შესრულებისაკენ მოუწოდა.

ამავდროულად, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდიის გენერალურმა სარდალმა გენერალმა ჰუსეინ სელამიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებას არ ცდილობენ, თუმცა შესაძლო ომისათვის სრულად ემზადებიან.



მსგავსი ინფორმაციები