ჰამასი “საუკუნის გარიგების“ წინააღმდეგ გამოდის

ჰანიემ პალესტინური დაჯგუფებების გაერთიანება მოითხოვა

1191180
ჰამასი “საუკუნის გარიგების“ წინააღმდეგ გამოდის

 

ჰამასის მოძრაობის პოლიტიკური ბიუროს თავჯდომარემ ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ პალესტინის ეროვნული ერთიანობის შექმნის მიზნით ისინი მზად არიან შეხვდნენ ყველა პარტიას და დაჯფუფებას.

ჰანიემ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის საწინააღმდეგოდ, რომლის სახელწოდებაც “საუკუნის გარიგება“ არის, ჰამასის ხედვაზე  გაამახვილა ყურადღება.

ღაზას სექტორში, პალესტინურ დაჯგუფებებთან საუბრისას მან თქვა, რომ "საუკუნის გარიგების" საწინააღმდეგოდ უნდა აღდგეს პალესტინის ეროვნული ერთიანობა და მის ფარგლებში უნდა დაიცვან ყველა წინასწარ ხელმოწერილი შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აქედან გამომდინარე კი, ჰამასი მზადაა, დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები დაიწყოს ყველა პარტიასთან და დაჯგუფებასთან.

“იმისათვის, რომ დავასრულოთ პალესტინის განცალკევებულობა, ამისათვის უნდა შევქმნათ ძლიერი ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელშიც შევლენ ყველა პალესტინური პარტიისა და დაჯგუფების წარმომადგენლები“ განაცხადა ჰანიემ და დაამატა, რომ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (PLO) რესტრუქტურიზაცია აუცილებელია, რათა მასში გაწევრიანდნენ ყველა პატრიოტული დაჯგუფები. 

მისივე თქმით, ისრაელ-პალესტინას შორის 1993 წელს ოსლოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეწყვიტონ და მის მაგივრად ახალ ალტერნატიულ პროცესზე უნდა იფიქრონ



მსგავსი ინფორმაციები