ავღანეთში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

1187612
ავღანეთში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის უშიშროების სამმართველოს პრესსპიკერის ბაშირს მუჯაჰითის განცხადებით, ქალაქის ცენტრში მდებარე სამინისტროს შენობის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ თავდამსხმელები შენობაში შევიდნენ და უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, სამინისტროს შენობაზე თავდამსხმელი 4 პირი რამდენიმე საათიანი ოპერაციის შედეგად იქნა განეიტრალებული და დაიღუპა 7 ადამიანი, რომელთაგანაც 4 სამოქალაქოა, 8 კი დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები