ირანმა CENTCOM-ი ტერ ორგანიზაციად გამოაცხადა

ირანმა CENTCOM-ი ტერ ორგანიზაციად გამოაცხადა

1179508
ირანმა CENTCOM-ი ტერ ორგანიზაციად გამოაცხადა

ირანის უმაღლესმა  საბჭომ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ,   ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერ ორგანიზაციად გამოცხადების შემდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგა და აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ირანის უმაღლესი საბჭოდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშრებით  გავრცელებული ინფორმაციით, მათ,  ამერიკის მთავრობა „ტერორიზმის მხარდამჭერად“ შეაფასეს, ხოლო ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ტერორისტულ ორგანიზაციაში შეიყვანა. „აშშ-ს ეს უსაფუძვლო გადაწყვეტილება საშიშია რეგიონალური და საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე საერთაშირისო სამართლის და გაეროს გადაწყვეტილებების უხეში დარღვევაა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რეგიონის მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ალ-ქაიდას, დაეშის, ელ ნუსრას და სხვა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში ღებულობს მონაწილეობას,“ ნათქვამია, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები