ერაყის პრემიერი უახლოეს ხანებში თურქეთს ეწვევა

ერაყის პრემიერი უახლოეს ხანებში თურქეთს ეწვევა

1176530
ერაყის პრემიერი უახლოეს ხანებში თურქეთს ეწვევა

ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადილ   აბდულმეჰდი უახლოეს ხანებში თურქეთს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა. „ჩვენ არ გვინდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები უთანხმოებების ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ. უთანხმოებები ისედაც დიდი ხანია არის. როგორც ერაყი გვსურს, რომ ყველა ქვეყანასთან საერთო ღირებულებების ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ  პოლიტიკური ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით უახლოეს ხანებში,  თურქეთის ჩათვლით ზოგიერთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს უნდა ვეწვიო,“ განაცხადა, ერაყის პრემიერმა ბაღდადში გამართული პრესკონფერენციის დროს, იუწყება ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია. ამავე ინფორმაციით ადილ აბდულმეჰდიმ აღნიშნა, რომ ორი კვირის ფარგლებში იგი, საუდის არაბეთს ეწვევა რა, რიადში შეხვედრების დროს ამ ქვეყანასთან სავაჭრო პარტნიორობაზე, ერაყელების ჰაჯობის (პილიგრიმობა)  და სხვა მრავალ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.  ადილ აბდულმეჰდი, რომელიც ერაყის პრემიერის თანამდებობას  2018 წლის 26 ოქტომბრიდან იკავებს, მხოლოდ ერთხელ და ისიც ეგვიპტეში განახორციელა საზღვარგარეთული ვიზიტი.

 



მსგავსი ინფორმაციები