სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან 9 წელი გავიდა
გუტიერესმა, იდლიბში კონფლიქტის ესკალაციის გამო, შეშფოთება გამოთქვა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში, ამ ბოლო დღეებში გაზრდილი კონფლიქტის გამო უაღრესად შეშფოთებულია და ამიტომ ყველა დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდა, გააგრძელონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ეს რეგიონი, ახალი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდება.
ეს განცხადება გუტიერესმა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების მე-9 წლისთავზე გაავრცელა და ყველა მხარეს მოსთხოვა, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით გათვალისწინებული ვალდებულებები, რამეთუ ყველა ახალი კონფლიქტით, ყველაზე მეტად მაინც მშვიდობიანი და უდანაშაულო მოსახლეობა ზარალდება.
მისივე აზრით, დღესდღეობით სირიაში 11.7 მილიონი ადამიანი საჭიროებს დაცვასა და დახმარებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებრიობასაც მოუწოდათ, გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარებები
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა