ისრაელის არმიამ ღაზას სექტორი დაბომბა

მსხვეპლის ან ზარალის შესახებ არაფერია ნათქვამი

1155747
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორი დაბომბა

 

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა, ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მეგაზის ლტოლვილთა ბანაკის აღმოსავლეთი ნაწილში, ჰამასის სამხედრო ფრთის, იზეტტინ ალ-კასსამის ბრიგადის კუთვნილი 1 სათვალთვალო წერტი დაბომბეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გაავრცელა. ისრაელის არმიიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით კი, ღაზას მახლობლად მდებარე ებრაულ დასახლებებს ბომბებით დატვირთული საჰაერო ბუშტებით დაესხნენ თავს და მათაც ამ თავდასხმას საჰაერო დაბომბვით უპასუხეს, თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მსხვეპლის ან ზარალის შესახებ.

გასული წლის 30 მარტის შემდეგ, ღაზის სექტორში დაწყებულ მშვიდობიან დემონსტრაციებში ისრაელის ჯარისკაცების ძალადობრივი ჩარევის შედეგად, 230-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები