ჯევად ზარიფი თანამდებობიდან გადადგა

ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა

1152411
ჯევად ზარიფი თანამდებობიდან გადადგა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად  ზარიფიმ სოციალურ ქსელ, „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მოვალეობის შესრულებას ვეღარ გააგრძელებს. „პატივცემულო ირანელო ხალხო და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებო ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩემდამი პატივისცემის გამო მადლობას მოგახსენებთ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ჩემი ნაკლის გამო ბოდიშს გიხდით. კარგად ბრძანდებოდეთ,“  წერს,   ზარიფი Instagram-ის პირად გვერდზე.  საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან მიცემულ ინტერვიუში ზარიფის გადადგომა დაადასტურა. ზარიფის  გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით კი ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. მეორეს მხრივ  ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა მისი გადადგომის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ. ჯევად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.



მსგავსი ინფორმაციები