მოსკოვში ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო

1151744
მოსკოვში ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2015 წელში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული ყოფილი ვიცეპრემიერის და ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო.

მოსკოვის ცენტრში შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მსვლელობა იმ ხიდამდე მიაწყო, სადაც ნემცოვი მოკლეს.

მოსკოვის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, მსვლელობაში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოეწყო ქალაქ სანქტ პეტერბურგშიც.

ნემცოვი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციებს მხარს უჭერდა და თავისი საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩეოდა, 2015 წლის 27 თებერვალს კრემლის სასახლესთან ახლოს მოკლეს.

რუსულმა სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ჩეჩნეთის მოქალაქეს ზაურ დუდაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



მსგავსი ინფორმაციები