ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 250 მლნ ევრო გამოუყო

ეს თანხა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება

1148411
ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 250 მლნ ევრო გამოუყო

 

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისათვის 250 მლნ ევრო გამოყო.

სესხის ხელშეკრულებას თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მინისტრები და ევროკავშირის ელჩი თბილისში კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 250 მილიონი ევრო სესხი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელთანაც მჭიდრო კონტაქტებს მომავალშიც გააგრძელებენ.

ბახტაძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული კრედიტი გამოყენებული იქნება საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი გზების პროექტების განხორციელებისთვის.

"ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს რესურსი, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობასა და სარეაბილიტაციო პროექტებზე იქნება მიმართული", განაცხადა პრემიერმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰუდაკმა კი განაცხადა, რომ ამ ბანკის მიერ საქართველოსათვის გადაცემული 250 მლნ ევროს სესხი, 6.1 მილიარდიანი დახმარების იმ ფონდის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა ადრე გამოყო საქართველოსთვის

 



მსგავსი ინფორმაციები