სირიაში 8 წლის განმავლობაში 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა

ამ თავდასხმების 98%-ი ასადის რეჟიმმა განახორციელა

1147061
სირიაში 8 წლის განმავლობაში 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა

 

ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მხრიდან გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიაში 8 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, სულ მცირე 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა და მათგან 98%-ი ასადის რეჟიმმა განახორციელა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ამ ანგარიშის თანახმად, ასადის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ქიმიური თავდასხმების რაოდენობა, საყოველთაოდ ცნობილზე  საგრძნობლად მაღალია და მის თანახმად, 2011 წლიდან დღემდე, სირიაში სულ მცირე 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა რა, მათგან 98%-ი სწორედ  ასადის რეჟიმმა, ხოლო დანარჩენი 6 ქიმიური თავდასხმა კი DEAŞ-მა განახორციელა და ამ თავდასხმების უმეტესობა 2013 წელს მოხდა



მსგავსი ინფორმაციები