აქარმა ინტერვიუ მისცა TRT-World-ს

“ბუფერულ ზონაში ქურთი სეპარატისტები არ უნდა იმყოფებოდნენ“

1146727
აქარმა ინტერვიუ მისცა TRT-World-ს

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა,  თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა თრტ-ს ინგლისურენოვან ტელეარხ TRT-World-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ სირიაში, კონკრეტულად კი ევფრატის აღმოსავლეთში შესაქმნელ ბუფერულ ზონაში არ უნდა იმყოფებოდეს ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს ფორმირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა ვერ დაიცავს როგორც თავისი საზღვრების, ასევე თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

“მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ ისურვებს, რომ მის საზღვრებზე განლაგებულნი იყვნენ ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან ქურთული YPG/PKK-ა, ანდა დეაში, ამიტომაც, თურქეთიც თავისი საზღვრების მათგან განთავისუფლებას ისახავს მიზნად“, ხაზგასმით აღნიშნა აქარმა.

მისივე თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ჩრდილოეთში განხორციელებული “ევფრატის ფარის“ სახელწოდების ანტიტერორისტული ბრძოლის დროს ლიკვიდირება გაუკეთეს 3 ათასამდე დეაშელს და ამ ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ საკუთარ კერებს დაუბრუნდა 300 ათასამდე სირიელი ლტოლვილი.

თავდაცვის მინისტრი თურქეთ-ნატოს ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა: "ჩვენ ნატოს წევრი სახელმწიფო ვართ და მის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წინანდელივით პირნათლად ვასრულებთ რა, ამ მხრივ რაიმე ცვლილებას ჩვენს პოზიციაში არ აქვს ადგილი“



მსგავსი ინფორმაციები