ტრამპი, სირიაში დაღუპული ამერიკელი სამხედროების ოჯახებს შეხვდება

“დროა ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოში დავაბრუნოთ“

1129260
ტრამპი, სირიაში დაღუპული ამერიკელი სამხედროების ოჯახებს შეხვდება

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ძალიან ცოტა დეაშელი დარჩა და ამიტომ თავიანთ სამხედროებს სახლებში დააბრუნებენ.

ეს განცხადება ტრამპმა, სირიის ქალაქ მუნბიჩში დაღუპული ამერიკელების ოჯახებთან შეხვედრაზე წასვლის წინ, სირიაში არსებული ბოლო ვითარების შეფასებისას  გააკეთა.

მისი თქმით, ძალზედ მძიმე იქნება სირიაში დაღუპული ამერიკელების ოჯახებთან შეხვედრა, მაგრამ, იქვე დიდი მნიშვნელობა მისცა დეაშის განადგურებასაც.

“კი მაგრამ, ჩვენ ვისთვის ვკლავთ DEAŞ-ელებს? ისინი რუსების, ირანელების, სირიელების ყველაზე ცუდ მტრებს წარმოადგენენ, ე.ი. იმათი მტრები არიან, რომლებთანაც ყოველთვის ვერ ვაღწევთ თანხმობას ზოგიერთ საკითხებში. თანაც, დეაშელების განადგურებით დიდი სიკეთე გავუკეთეთ ბეშარ ესადსაც. ასე რომ, დადგა დრო, რათა ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოში დავაბრუნოთ და ამას მე ვამბობო საარჩევნო კამპანიის დროიდან“, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები