ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა

ავღანეთში  საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 20 აპრილს უნდა ჩატარებულიყო

1116392
ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა

ავღანეთში 2019 წლის აპრილის თვეში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები,  3 თვით გადაიდო. ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აბდულ ბადი საიიდის განცხადებით, მომავალი წლის აპრილის თვეში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები გარკვეული პრობლემების გამო გადაიდო. მისივე თქმით, პრობლემებიდან ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების საკითხი გახლავთ ამიტომ,  საპრეზიდენტო არჩევნები  20 ივლისამდე გადაიდო. ავღანეთში  საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 20 აპრილს უნდა ჩატარებულიყო.



მსგავსი ინფორმაციები