ბაჰრეინმა 7 წლის შემდეგ სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩო ისევ გახსნა

გაერთიანებული არაბული საემიროების შემდეგ ბაჰრეინმაც 7 წლის შემდეგ სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩო ისევ გახსნა

1115030
ბაჰრეინმა 7 წლის შემდეგ სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩო ისევ გახსნა

გაერთიანებული არაბული საემიროების შემდეგ ბაჰრეინმაც 7 წლის შემდეგ სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩო ისევ გახსნა.   

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დამასკოში საელჩომ ისევ დაიწყო ფუნქციონირება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჰრეინს სირიასთან ურთიერთობების გაგრძელება სურს, ამასთანავე მანამაში მდებარე დამასკოს საელჩოც მოვალეობის შესრულებას განაგრძობს და ორ ქვეყენას შორის ფრენები უწყვეტად გრძელდება.

ბაჰრეინმა, სირიაში 2011 წელში შიდა ომის დაწყების შემდეგ დამასკოში საელჩო დახურა.

გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა კი გუშინ განაცხადა, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში მათმა საელჩომ ისევ დაიწყო ფუნქციონირება.  

სირიის რეჟიმმა გასულ თვეში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არაბული ქვეყნების დამასკოში მდებარე საელჩოების ისევ გახსნას კმაყოფილებით შეხვდებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები