ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათეულობით პალესტინელი დააკავეს

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათეულობით პალესტინელი დააკავეს

1109363
ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათეულობით პალესტინელი დააკავეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს 24 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით ერთ განცხადებას,  პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლი ღაზაში, აშრაფ ალ-ქუდრაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისრაელის ძალები პალესტინელებს სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე ხშირად აკავებენ. პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 6000-ზე მეტი  პალესტინელი იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები