ასადი ისევ არღვევს სოჭის მემორანდუმს და სამოქალაქოებზე თავდასხმას აგრძელებს

ასადი ისევ არღვევს სოჭის მემორანდუმს და სამოქალაქოებზე თავდასხმას აგრძელებს

1089925
ასადი ისევ არღვევს სოჭის მემორანდუმს და სამოქალაქოებზე თავდასხმას აგრძელებს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის და მისი მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ტერორისტები, სოჭში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის მიუხედავად, იდლიბის ზოგიერთ რეგიონებში სამოქალაქოებზე   თავდასხმებს აგრძელებენ. რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხო ტერორისტული დაჯგუფებები, იდლიბის „უსაფრთხოების და დეესკალაციის ზონად“ გამოცხადების მიუხედავად, რომელის შესახებ მემორანდუმი სოჭში იქნა გაფორმებული და  რეგიონიდან მძიმე შეიარაღების გატანას ითვალისწინებდა, მაინც გრძელდება სამოქალაქოებზე თავდასხმები. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს დილითაც. ასადის რეჟიმმა და მისმა მომხრეებმა იდლიბის სამხრეთით მრავალ სოფელზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, სოჭში გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, რეჟიმის ძალების მიერ პერიოდულად განხორციელებული თავდასხმების შედეგად დღემდე 25 სამოქალაქო დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები