ერაყის 22 პორტფელიანი მთავრობა სრულიად დაკომპლექტდა

ხუთმა მინისტრმა თავისი კანდიდატურა ინტერნეტით წარადგინა

1084474
ერაყის 22 პორტფელიანი მთავრობა სრულიად დაკომპლექტდა

 

ერაყის პრემიერ-მინისტრ ადილ აბდულმეჰდის ოფისმა წერილობითი განცხადება  გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, 22 პორტფელიან ახალ კაბინეტში იმ 14 მინისტრიდან ხუთს, რომლებმაც პარლამენტში ნდობა მოიპოვეს, ინტერნეტით ჰქონდათ მინისტრობაზე კანდიდატურა წარდგენილი. თუმცა, ამავე განცხადებაში ამ 5 მინისტრის ვინაობის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ადილ აბდულმეჰდის, ახალი მთავრობის შექმნის დავალება მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მიეცა და მან 8 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ახალ კაბინეტში შესვლის მსურველებს შეუძლიათ თავიანთი კანდიდატურა ინტერნეტითაც წამოაყენონç

მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა მაისის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა მუქტედა ელ სადრიმაც, ხოლო ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქვეყნის ინტელექტუალები.

აბდულმეჰდის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 22 წევრიან ახალ კაბინეტში "დამოუკიდებელი და ტექნოკრატი" კანდიდატები არ შევიდნენ



მსგავსი ინფორმაციები