საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1076035
საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ზაკინტოსის დასავლეთით იონის ზღვაში 14 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქ ათენში, მალტასა და ალბანეთშიც იგრძნობოდა.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგიც დაფიქსირდა.

ბერძნული პრესა იტყობინება, რომ პირველადი მონაცემებით, მიწისძვრამ რეგიონში მდებარე ზოგიერთ დასახლებაში შენობებს ზიანი მიაყენა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინტერ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიასა და საბერძნეთს შორის იონის ზღვაში თურქეთის დროის 01.54 საათზე მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები