თურქეთი-რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ

თურქეთი-რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ

1075723
თურქეთი-რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ

თურქეთი-რუსეთი და ირანი გაეროში,  სირიის სპეციალურ წარმომადგენლობასთან  ერთად ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა მოსკოვში,  ასტანის ფორმატში მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სირიაში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ დეტალურად იქნა განხილული. „სოჭში, სირიის ეროვნულ დიალოგის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული. თურქეთი, რუსეთი და ირანი სირიელების  ინტერესების გათვალისწინებით, გაეროში,  სირიის  სპეციალურ წარმომადგენლობასთან  ერთად საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბების დაჩქარების საკითხზე შეთანხმდნენ,“ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები