საბაირამო ლოცვა თბილისში

მუსლიმანებმა ჯუმას მეჩეთში ილოცეს

1035718
საბაირამო ლოცვა თბილისში

 

მუსლიმანებმა თბილისში საბაირამო ლოცვა ჯუმას მეჩეთში აღასრულეს და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ერის მუსლიმანებმა.

ხალხმრავლობის გამო მორწმუნეების ერთმა ნაწილმა მეჩეთის ეზოში, ხოლო ერთმა ნაწილმა კი ქუჩაში გაშლილ ნოხზე ილოცა.

საბაირამო ლოცვას აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი ხელმძღვანელობდა და მან ყურბან ბაირამობა მიულოცა რა მთელ  ისლამურ სამყაროს, მთელ მსოფლიოსაც მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.

მანვე მუსლიმანებს მოუწოდა, გულმოწყალება გამოიჩინონ და დაკლული საქონლის ხორცი გაჭირვებულ ხალხს დაურიგონ.

თბილისის ჯუმას მეჩეთის იმამმა რამილ ჰუსეინ ალიევმა თავის განცხადებაში თქვა: "თბილისის ჯუმას მეჩეთის სახელით მშვიდობას, ერთიანობას და სოლიდარობას ვუსურვებ მთელს მსოფლიოს"



მსგავსი ინფორმაციები