თშძ-მა ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია ჩაატარა

თშძ-მა ერაყის ჩრდილოეთში დებარე მეთინასა და გარას რეგიონებზე ოპერაცია ჩაატარა

1031724
თშძ-მა ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია ჩაატარა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მეთინასა და გარას რეგიონებზე ჩატარებული საჰაერო ოპერაციების დროს ტერორგანიზაციების ობიექტები გაანადგურეს.

გაერთიანებული შტაბის მიერ სოციალური ქსელის „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მეთინასა და გარას რეგიონებზე საჰაერო ოპერაციები განხორციელდა. ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრების მიერ თავშესაფრებად, საცხოვრებლად, საბრძოლო პოზიციებად და საბრძოლო მასალის საწყობად გამოყენებული ობიექტები განადგურდა.



მსგავსი ინფორმაციები