ირანთან გარიგებას გაეროც მხარს უჭერს

გუტიერესი სხვა ქვეყნებისგანაც ამ გარიგებისადმი მხარდაჭერას მოითხოვს

1027351
ირანთან გარიგებას გაეროც მხარს უჭერს

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ გარიგებას.

გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა, რომ გაერო 2015 წელს ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ გარიგებას მხარს დაუჭერს და სხვა ქვეყნებმაც მხარი უნდა დაუჭირონ ამ შეთანხმებას.

ჰაკმა დღევანდელ პრეს-ბრიფინგზე შეაფასა ის სანქციები, რომელიც ძალაში შევიდა დღეიდან და თქვა: "გაერო და მისი გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი გააგრძელებს ბირთვული გარიგებისადმი მხარდაჭერას და მასში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდებს,  ხელი შეუწყოს ამ შეთანხმებას".

ირანთან ბირთვულ გარიგებას 2015 წლის ივლისში მოეწერა ხელი და დასავლეთიდან მას ხელი მოაწერეს გაეროს უს ხუთმა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა და ჩინეთმა, ასევე გერმანიამ და ევროკავშირმა.

მიმდინარე წლის მაისში ამერიკა გამოვიდა ამ გარიგებიდან და განაცხადა, რომ ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც მოხსნეს ამ გარიგების საფუძველზე, კვლავ განაახლებდა და ეს სანქციები დღეს დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები