„Sea Breeze 2018“-ის სახელწოდების წვრთნები დღეს იწყება

წვრთნებში თურქეთის და საქართველოს საზღვაო ძალებიც იღებენ მონაწილეობას

1008500
„Sea Breeze 2018“-ის სახელწოდების წვრთნები დღეს იწყება

შავ ზღვაში, უკრაინის მასპინძლობით დაწყებული წვრთნები სახელწოდებით, „Sea Breeze 2018“-ში 17 ქვეყნის საზღვაო ძალები იღებენ მონაწილეობას. წვრთნები დღეს დაიწყება და 21 ივლისამდე გაგრძელდება. „Sea Breeze 2018“-ის სახელწოდების წვრთნები  მიზნად ისახავდა სამშვიდობო და საზღვაო უსაფრთხოების განხორციელებაში მონაწილე ქვეყნების საზღვაო ელემენტებს შორის თანამშრომლობისა და თავსებადობის გაუმჯობესებას. სამხედრო წვრთნები „Sea Breeze 2018“-ში თურქეთთან ერთად აშშ-ს, ბულგარეთის, კანადის, საქართველოს, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ინგლისის, შვედეთის, იტალიის, დანიის, ესტონეთის, უკრაინის  და საბერძნეთის საზღვაო ძალები იღებენ მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები