სომხეთის ექსპრეზიდენტის ძმა და მისი ვაჟი დააპატიმრეს

ძმის სახლში დიდი ოდენობით ფული, იარაღი და ნახატები აღმოაჩინეს

1006839
სომხეთის ექსპრეზიდენტის ძმა და მისი ვაჟი დააპატიმრეს

 

სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ძმა ალექსანდრე სარქისიანი და მისი ვაჟი აიქ სარქისიანი დააპატიმრეს.

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ალექსანდრე სარქისიანი საზღვარგარეთ წასვლის დროს დააკავეს, რის კვალდაკვალ მის კუთვნილ სახლსა და კომპანიებში ჩხრეკა დაიწყეს და სახლში დიდი რაოდენობით ფული, იარაღი და ნახატი სურათები აღმოაჩინეს.

რაც შეეხება მისი ვაჟის, აიქ სარქისიანის დაკავებას, იგი 11 წლის წინ, იარაღით დაჭრის ინციდენტის გამო დააკავეს.

როგორც ცნობილია, გასულ თვეს, სერჟ სარქისიანის რესპუბლიკური პარტიის წევრი პარლამენტარი მანველ გრიგორიანი დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისა და კორუფციული დანაშაულის ბრალდებით.



მსგავსი ინფორმაციები