სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

1006039
სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე, დერას და ქუნეითრას რეგიონებთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები რუსეთსა და სირიის სამხედრო ოპოზიციურ ძალებს შორის უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის დელეგაციასა და სირიის სამხედრო ოპოზიციურ ძალას შორის შეხვედრა დერას რეგიონში გაიმართა. მოლაპარაკებების კომიტეტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მათივე განცხადებით მხარეებს შორის შეუთანხმებლობის მიზეზი, რუსეთის მხრიდან ოპოზიციონერებისგან ყველა მძიმე სამხედრო ტექნიკის დაუყონებლივ ჩაბარების მოთხოვნა და რეჟიმის და ირანის მხარდამჭერი ჯგუფებისგან გასული თვის დასაწყისში დერას რეგიონში კონტროლ დამყარებული რეგიონებიდან უკან გაუსვლელობა გახდა. სირიელი ოპოზიციონერები ასევე აღნიშნულ რეგიონში სამოქალაქოების უკან დაბრუნებასაც ითხოვდნენ რაზეც, რუსეთის დელეგაციამ არ დათანხმდა. სირიის სამხედრო ოპოზიციონერების განცხადებით ამჟამინდელი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა მაგრამ, მისი ხელმეორედ გაგრძელების მომხრენი არიან. რეჟიმის ძალებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დერას რეგიონის ზოგიერთი ნაწილები გასული თვის დასაწყისში აიღეს.  მეორეს მხრივ, გაეროს მსოფლიო სურსათის პლატფორმიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დერას რეგიონიდან დაახლოებით 270-330 ათასამდე სამოქალაქო თავშესაფრის მიზნით იორდანიის საზღვართან მდებარე,  გოლანის მაღლობებში გაიქცა.



მსგავსი ინფორმაციები