გუტიერესმა კვიპროსის ანგარიში წარადგინა

“გაერო მზადაა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების განახლებას“

997896
გუტიერესმა კვიპროსის ანგარიში წარადგინა

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა კვიპროსის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა გაეროს უშიშროების საბჭოს და მასში აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ორი მხარის ლიდერები, მუსტაფა აქინჩი და ნიკოს ანასტასიადისი შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ერთხელღა შეხვდნენ ერთმანეთს და თუ ისინი საჭირო პოლიტიკურ ნებას და სურვილს გამოიჩენენ, ხოლო ამის პარალელურად თუ ორივე მხარე ნდობის აღდგენის მიზნით საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ, ისინი მზად არიან ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების ახლიდან დაწყებას.

ამავე ანგარიშით, უახლოეს მომავალში  იგი გაეროს მაღალჩინოსანს გააგზავნის კუნძულზე, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე პირობა, რომელიც საშუალებას მისცემს კვიპროსის პრობლემის მოგვარებაში ახალი და მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას.

გაეროს გენერალური მდივანი კვიპროსის ღია წყლებში ნახშირწყალბადების რეზერვების გამოყენებაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ კუნძულის გარშემო არსებული ბუნებრივი რესურსებით ორივე თემმა უნდა ისარგებლოს



მსგავსი ინფორმაციები